ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილი ყველა ჩვენზე წინაა, მოლდოვა, უკრაინა, ყველამ გაგვასწრო, ფაქტობრივად. ეს არის კატასტროფა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო კარგავს მსოფლიოს ყველაზე უფრო მდიდარ ბაზარს – ევროკავშირის ბაზარს.
“ერთ დროს პოსტსაბჭოთა სივრცის ლიდერები, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთს, დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც უმძიმესად გამოვიყურებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილი ყველა ჩვენზე წინაა, მოლდოვა, უკრაინა, ყველამ გაგვასწრო, ფაქტობრივად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვკარგავთ 450 მილიონი მსოფლიოს ყველაზე უფრო მდიდარი ადამიანის ბაზარს, ეს არის ევროკავშირის ბაზარი და ჩვენ რუსეთის ბაზრის შენარჩუნებაც შეგვიძლია და ევროკავშირის ბაზრისაც, როგორც ამას სომხეთი აკეთებს.
ეს არის სწორედ რუსეთის პრაგმატული პოლიტიკა, რაზეც ბიძინა ივანიშვილი 15 წლის წინ ლაპარაკობდა, ოღონდ გულისხმობდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. არა, პრაგმატული პოლიტიკაა, რომ პროდუქცია გაყიდო რუსეთშიც, მაგრამ იყო ევროპული ქვეყანა და ორიენტირებული იყო, პირველ რიგში, ევროკავშირის ბაზარზე. აი, ამას გვაკარგვინებს ბიძინა ივანიშვილი და “ქოცური” მთავრობა, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, რომელიც ევროპას მოაქვს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.




