ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია: 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრნი!

ნიკა გვარამია: 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრნი!

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"გვახსოვდეს, რომ თავებს ყველა დაითვლის: საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც! კეთილმოსურნეც და არაკეთილმოსურნეც! ჭკვიანიც და სულელიც!

გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრნი!

უნდა დავიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენვე გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს! ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!

გამარჯვებისთვის - ერთად, ბოლომდე!" - წერს ნიკა გვარამია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.