ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მოსაზრებით და პოზიციით, იმ თავითვე მეგონა პოლიტიკური პატიმარი“ – ნიკა გვარამია

30
ირაკლი ღარიბაშვილი იმ თავითვე მეგონა პოლიტიკური პატიმარი – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ევროპარალენტის ანგარიშში გაკეთებულ შესწორებას, სადაც ნათქვამია, რომ ექსპრემიერის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.
,,ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მოსაზრებით და პოზიციით, იმ თავითვე მეგონა პოლიტიკური პატიმარი. კვლავ განვმეორდები. ის, რომ ადამიანმა ჩაიდინა კორუფცია, ერთი საკითხია, მაგრამ ის ამისთვის დასაჯეს, თუ მისი პოლიტიკური პოზიციისთვის, ეს მეორე საკითხია. თუ ადამიანი ისჯება იმისთვის, რომ ის პოლიტიკურ მოწონააღმდეგედ მიგაჩნია, ნებისმიერ ვითარებაში, კორუმპირებულია ის, თუ არა, იგი ითვლება პოლიტიკურ პატიმრად. ამგვარია საერთაშორისო სტანდარტი. მას საერთაშორისო სასამართლოს უფლება არც ჰქონია და არც ექნება ამ ქვეყანაში, ვიდრე,  ხელისუფლებაშა ბიძინა ივანიშვილია”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.