ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორსართულიანი სკოლის შენობა ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში ჩამოინგრა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ნანგრევებში 154 ადამიანი მოყვა, აქედან 22 დაიღუპა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.