არქივი13 ივლისი, 2024, 12:21
ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 ბავშვი დაიღუპა – დაშავებულია 130-ზე მეტი
ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა. BBC-ის ცნობით, შემთხვევა ცენტრალური პლატოს შტატის დედაქალაქ ჯოსში, პარასკევს დილით მოხდა, როდესაც მოსწავლეები გამოცდებს წერდნენ. პოლიციის ცნობით, დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. ცნობილია, რომ სკოლაში 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.
ადგილობრივმა მცხოვრებმა, აბელ ფუანდაიმ BBC-ს განუცხადა, რომ “ტრაგედიის მასშტაბები საშინელია”. ნგრევის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ეს სამდღიანი ძლიერი წვიმის შემდეგ მოხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.