ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნარენდრა მოდიმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა

ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
„დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ტელეფონით ვესაუბრე. სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, აზრები გავცვალეთ“, - წერს ნარენდრა მოდი X-ზე.
მოდიმ აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფი აღდგენისთვის ინდოეთის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ასევე, ინდოეთის პრემიერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ბანგლადეშში არსებული ვითარებაც განიხილეს.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.