პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხი და ღაზაში არსებული ვითარება განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხი და ღაზაში არსებული ვითარება განიხილა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მხარეებმა უკრაინის მიმართ მათი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სატელეფონო საუბრისას ენტონი ბლინკენმა და დევიდ ლემიმ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდისა და მძევლების სახლში დაბრუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონში არსებული დაძაბულობის დეესკალაციის აუცილებლობის საკითხი განიხილეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.