პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინმა ნარენდრა მოდისთან უკრაინაში მისი ვიზიტი განიხილა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა.
„პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ინდოელ კოლეგასთან, ბატონ მოდისთან. მალე მოგაწვდით დეტალურ შეტყობინებას, სადაც გეტყვით რა განიხილეს ამ საუბრის დროს“, - აღნიშნა პესკოვმა.
თავის მხრივ, ნარენდრა მოდიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებასა და უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.