ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან რუსეთის სასაზღვრო ოლქებში არსებული ვითარება განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან რუსეთის სასაზღვრო ოლქებში არსებული ვითარება განიხილა.
„აქ შეგკრიბეთ, რათა განვიხილოთ სიტუაცია, რომელიც ამჟამად, რუსეთის სასაზღვრო ოლქებში ვითარდება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართული შეხვედრის დასაწყისში.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ სასაზღვრო ძალებმა უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის ოლქში შეჭრის მცდელობა შეაჩერეს.
ასევე, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ ოლქი 133,190 ადამიანმა დატოვა და 41 ათასზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიიღეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.