არქივი23 სექტემბერი, 2024, 18:09
"ნაპოლი" ძირითადი მეკარის გარეშე დარჩა

"ნაპოლის" მეკარემ, ალექს მერეტმა "იუვენტუსთან" მატჩის 36-ე წუთზე ტრავმა მიიღო დ ელია კაპრილემ შეცვალა. დღეს მას "პინეტა გრანდეს საავადმყოფოში დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
მერეტს მარცხენა ბარძაყის კუნთის მეორე ხარისხის დაზიანება დაუდგინდა და დაახლოებით 40 დღე უქმობა მოუწევს.
მერეტის ნაცვლად 23 წლის კაპრილე ითამაშებს, რომელიც წინა სეზონში იჯარის წესით "ემპოლიში" ასპარეზობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.