ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში, ქარიშხალ „ჰელენის“ გამო თითქმის 2 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აშშ-ში, ქარიშხალ „ჰელენის“ გამო თითქმის 2 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ფლორიდის შტატში ქარიშხალმა „ჰელენმა“ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, იტყობინება პარასკევს CNN.
ამრიგად, ფლორიდის შტატში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი, ჯორჯიის შტატში – 500 ათასზე მეტი, სამხრეთ კაროლინაში – დაახლოებით 110 ათასი, ჩრდილოეთ კაროლინაში – დაახლოებით 30 ათასი ადამიანი. Saffir-Simpson-ის 5 ბალიანი სკალით, მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა მიაღწია ბიგ-ბენდის რეგიონს ჩრდილოეთ ფლორიდაში ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 23:10 საათზე. ქარის სიჩქარე 225 კმ/სთ-ს აღწევდა. შემდეგ ქარიშხალი ჯორჯიის შტატისკენ დაიძრა.
ქარიშხლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა: ერთი ფლორიდაში და ორი ჯორჯიაში. ქარიშხალმა რეგიონში ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია. ფლორიდაში დაახლოებით 40 სმ ნალექი მოვიდა, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში 33 სმ-ზე მეტი.
ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქარიშხალი ამჟამად შესუსტდა პირველ კატეგორიამდე. ქარის სიჩქარე 145 კმ/სთ-ს აღწევს. ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჯორჯიისკენ მოძრაობს 42 კმ/სთ სიჩქარით. შაბათს „ჰელენმა“ შესაძლოა ტენესის შტატს მიაღწიოს.
ფლორიდის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინას, სამხრეთ კაროლინას, ალაბამასა და ვირჯინიის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
interfax

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.