ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელიას გარეშე და შოტლანდიური ნახევარდაცვით - "ნაპოლი" თასზე ითამაშებს...

კვარაცხელიას გარეშე და შოტლანდიური ნახევარდაცვით - "ნაპოლი" თასზე ითამაშებს...

ოთხ მატჩში 10 ქულის მოპოვებით, "ნაპოლიმ" ანტონიო კონტესთან ერთად სტაბილურობას მიაღწია. ნეაპოლელები ახლა იტალიის თასის 1/16 ფინალში "პალერმოს" უმასპინძლებენ - ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე.
სამი სეზონის განმავლობაში ნეაპოლელები თასზე მერვედფინალიდან ერთვებოდნენ და იქვე მარცხდებოდნენ. ამ დროს შემადგენლობის როტაცია ყოველთვის დიდი დოზით იყო. კონტეს გუნდმა წელს აქ ადრე დაიწყო, უკვე მეორე მეტოქე ჰყავს და თუკი ამ ბარიერსაც გადალახავს, "ლაციოსთან" დაპირისპირება ელის.
სერია "ბ"-ს წარმომადგენელ სიცილიელებთან ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს გ
არეშე თამაშს ელიან. მიუხედავად იმისა, "ნაპოლი" ევროტურნირებზე არ გამოდის და დასვენებას საკმაოდ ახერხებს, ახლა მთელი სწორება მაინც "მონცასთან" დაპირისპირებაზეა, კონტეს ცალი თვალი ამ შეხვედრისკენ უჭირავს.
"პალერმოს" ამბიცია აქვს, სერია "ა"-ში დაწინაურდეს. მათი მწვრთნელი დიონისია, რომელმაც 2021 წელს ელიტაში "ემპოლი" აიყვანა. პალერმოელებმა ჩემპიონატი ორი მარცხით დაიწყეს და შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად გამოასწორეს. მათ შემადგენლობაში ერთ დროს "ნაპოლის" გამორჩეული ფეხბურთელის, ლორენცო ინსინიეს ძმა, რობერტო გამოდის, რომელიც ბოლოს გიორგი კვერნაძის "ფროზინონეში" იყო.
შოტლანდიელმა ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ "იუვენტუსთან" თავდაჯერებულად ითამაშა. მას ახლა სასტარტოში განსხვავებულ პოზიციაზე, საყრდენ ნახევარმცველად ელიან, სადაც თანამემამულე გილმორი შეუწყვილდება. ძირითად შემადგენლობაში "რეალიდან" გადასულ ცენტრალურ მცველ მარინისაც ვარაუდობენ. მოგეხსენებათ, მეკარე მერეტი ტრავმირებულია და მის ადგილს ელია კაპრილე დაიკავებს. 23 წლის კიპერს "ბარსა" და "ემპოლიში" მშვენიერი მატჩები ჰქონდა. რაც შეეხება "პალერმოს" კარს, მშობლიურ კლუბს 37 წლის სალვატორე სირიგუ დაუბრუნდა, ვისაც მართლაც დახუნძლული კარიერა გამოუვიდა.
"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა (3-4-2-1): კაპრილე - ჟესუსი, მარინი, ბონჯორნო - მაცოკი, გილმორი, მაკტომინეი, სპინაცოლა - ნერეში, რასპადორი - სიმეონე.

მსაჯი: ჯუზეპე კოლუ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.