ნათია მეზვრიშვილი: და კიდევ ვინმე იტყვის რომ ძალადობა სისტემური არ არის? პოლიცია აუცილებლად იძალადებს, როცა საპარლმენტო უმრავლესობა პირდაპირ ეთერში ჯგუფურად ძალადობს

ნათია მეზვრიშვილი:

და კიდევ ვინმე იტყვის რომ ძალადობა სისტემური არ არის? ხელისუფლების ყველა შტოშია გამჯდარი. პოლიცია აუცილებლად იძალადებს, როცა საპარლმენტო უმრავლესობა პირდაპირ ეთერში ჯგუფურად ძალადობს. ასეთი სიხშირის და მასშტაბის ძალადობები ქუჩაში თუ ინსტიტუციაში მაშინ ხდება, როცა ძალადობაზე მწვანეა. აბსოლუტურად ერთი და იგივე ხელწერა იყო დღეს პარლამენტში და გუშინ ქუჩაში. ამას არ ჰქვია ინდივიდუალური. ამას სამართლებრივად ჰქვია, სისტემური, რომლის მტკიცებულებები საჯარო სივრცეში, ზედაპირზეა