ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:
ტრაგედიაა თემურ უგულავას ამ ასაკში გარდაცვალება, არა მხოლოდ მისი უკარგესი შვილების, ახლობლების, ნაცნობებისთვის, – გადაუჭარბებლად, ქვეყნისთვისაა ტრაგედია. გულწრფელი ცრემლების ოკეანე გააცილებს უნიჭიერეს, შემოქმედებით, უზომოდ კეთილშობილ კაცს. თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას.
მის მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ სიკეთეთა შორის არის “ლივინგ მუზეუმი თბილისის” – არტთერაპიის ძალიან ცნობილი, მაღალი სტანდარტის საერთაშორისო ქსელის ქართული ფილიალის დაფუძნებაში უდიდესი ხელშეწყობაც. რომ არა თემური, მე ამ განსაკუთრებულ პროექტს საქართველოში ვერ გავაკეთებდი.
მადლობა მას ლივინგ მუზეუმი თბილისის ყველა თანამშრომლისგანაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“