პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება

როცა იმართება ხოლმე ბიზნეს ასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მთავარი გამოსავალი არის განათლების სისტემის გაუმჯობესება.
„ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ზოგადად, როცა იმართება ხოლმე ბიზნეს ასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტი. აქ მთავარი გამოსავალი არის განათლების სისტემის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ დასაქმების სტრუქტურის შეცვლაც იყო, რატომაც ჩვენ გამოვედით განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით. მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, რა თქმა უნდა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი