ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მძევლების გათავისუფლება პარასკევამდე არ მოხდება | ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ისრაელელ მძევლებს "ჰამასი" პარასკევამდე არ გაათავისუფლებს.
"ჩვენი მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები მიიწევს წინ და მუდმივად გრძელდება", - დასძენს ის ისრაელის პრემიერინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და "ჰამასმა" მიაღწიეს შეთანხმებას ღაზის სექტორში მყოფი მძევლებიდან 50-ის გაცვლის შესახებ, ოთხდღიანი პაუზით ომში. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.