მძევლების გათავისუფლების შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება – ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ცაჰი ჰანეგბის განცხადებით, შეთანხმება მძევლების გათავისუფლების შესახებ პარასკევამდე, 24 ნოემბრამდე არ ამოქმედდება.
„მძევლები, მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით გათავისუფლდებიან, მაგრამ ეს პარასკევამდე არ მოხდება“, – აცხადებს ჰანეგბი.
ცნობისთვის, „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბუ მარზუკმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ დროებითი ზავი ისრაელსა და მათ შორის, ამ ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათიდან შევიდოდა ძალაში. თუმცა, BBC-იმ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული.
შეგახსენებთ, ისრაელის და „ჰამასის“ შეთანხმების მიხედვით, „ჰამასმა“ სულ მცირე 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელი თავისი ციხეებიდან 150 პალესტინელს გაუშვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ