მსხვერპლი მოჰყვა ოდესის პორტზე სარაკეტო შეტევას

რუსეთის ჯარებმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს უკრაინის ქალაქ ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერის მიერ 7 ოქტომბერს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა პალაუს დროშით მცურავ სამოქალაქო გემს. დაიღუპა 60 წლის უკრაინელი და დაიჭრა უცხო ქვეყნების 5 მოქალაქე. კიპერი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების მოქალაქეები არიან დაშავებულები.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია სამოქალაქო გემის დაზიანების შესახებ იუწყებოდა 6 ოქტომბერსაც, ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსული დრონებით შეტევის შემდეგ.
ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო დღეს, 8 ოქტომბერსაც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.