ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო შეტევა იყო, არის მსხვერპლი

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო შეტევა იყო, არის მსხვერპლი

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ გამთენიისას ტელეგრამ-არხზე დაწერა ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა.
ოლქის ხელისუფლება დარტყმის კონკრეტულ ადგილს ჯერჯერობით არ ასახელებს.
მანამდე, ადგილობრივი დროით 03:32 საათზე ნიკოლაევის მერმა, ოლექსანდრ სენკევიჩმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში აფეთქებები იყო საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე.
ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარები უკრაინის სამხრეთში დრონებით და რაკეტებით თითქმის ყოველდღე უტევენ ნიკოლაევის და ოდესის ოლქებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.