ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსხვერპლი მოჰყვა ოდესის ოლქზე რუსეთის მორიგ სარაკეტო შეტევას

მსხვერპლი მოჰყვა ოდესის ოლქზე რუსეთის მორიგ სარაკეტო შეტევას

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა უკრაინის ოდესის ოლქზე რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის შედეგად.
საოლქო-სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერის მიერ დღეს, 11 ოქტომბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის რაიონში რაკეტამ დაანგრია ორსართულიანი სახლი. დაღუპულებს შორის ერთი მოზარდია.
ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარები ოდესის ოლქს რაკეტებით და დრონებით თითქმის ყოველდღე უტევენ. მთავარი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურაა.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლქსი კულებამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ გასულ სამ თვეში რუსეთის ჯარებმა 60-ჯერ შეუტიეს უკრაინის სამხრეთში მდებარე პორტებს. კულებას თანახმად, მიზანმიმართული დარტყმების ამოცანაა შემცირდეს უკრაინის საექსპორტო პოტენციალი და განზრახ შეიქმნას სასურსათო კრიზისი მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებიც უშუალოდ უკრაინულ ხორბალზე არიან დამოკიდებული.
ვიცე-პრემიერის მონაცემებით, ბოლო სამ თვეში რუსეთმა გაანადგურა, ან დააზიანა უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურის 300-მდე ობიექტი, 177 სატრანსპოტო საშუალება და 22 სამოქალაქო გემი.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.