მსხვერპლი მოჰყვა ხერსონის ცენტრზე რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხერსონის ცენტრზე დღეს, 1 ოქტომბერს განხორციელებული შეტევის შედეგად.
საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საარტილერიო შეტევა განახორციელეს ხერსონის ბაზრის რაიონში. პროკურატურის ცნობითვე, დაიღუპა სამი ქალი და ოთხი მამაკაცი. დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი.
რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა ქალაქი ხერსონი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტის დასაწყისში დაიკავეს. იმავე წლის ნოემბერში, კონტრშეტევის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონზე კონტროლი დაიბრუნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?