ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვის ეკუთვნის ობიექტი მთაწმინდის პარკთან, რომლის ჩამონგრევასაც მსხვერპლი მოჰყვა?

ვის ეკუთვნის ობიექტი მთაწმინდის პარკთან, რომლის ჩამონგრევასაც მსხვერპლი მოჰყვა?

მთაწმინდის პარკთან, ბომბორას ქუჩის ბოლოში მდებარე ძველი ნაგებობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 28 წლის მამაკაცი, ხოლო ორი პირი დაშავდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
აღნიშნული ობიექტი თბილისის მერიას არ ეკუთვნის. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ობიექტი კერძო პირების მფლობელობაშია. მათ შორისაა შპს ფუნიკულიორ, ნიკა ხიტირი, ნინო წურწუმია და გიორგი ჩავრაშიანი. თავის მხრივ შპს ფუნიკულიორის მფლობელი ნიკა ხიტირია. ნიკა ხიტირის სახელზე კიდევ ერთი კომპანია – შპს ენესი იძებნება. რა მიზნით ჰქონდა შეძენილი მას აღნიშნული ობიექტი, უცნობია.
ცნობისთვის, თბილისში ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან მომხდარი ფატალური შემთხვევის მეორე შემთხვევაა. კერძოდ, იანვარში „რიყის დოქებთან“ მოზარდი დაიღუპა. ადგილი, სადაც ბიჭი ჩავარდა, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. არც აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის თბილისის მერიას. “სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში”, – აცხადებდა მაშინ მერია.
წყარო: bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.