ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რომელსაც რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით ისევ შეუტიეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა ორსართულიან სახლს, რომლის ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, დრონებით ექვსი დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვის ნოვობავარის რაიონზე. დაზიანებულია 30-მდე მრავალსართულიანი სახლიც.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ზაპოროჟიეს ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
გასულ ღამით, რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს უკრაინის დედაქალაქ კიევსაც. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ცნობით, კიევის ბროვარის რაიონში ერთი ადამიანი დაშავდა. ორ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია ათი ავტომობილი.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.