“მოჯ@ით ფული. უპოვეთ დანარჩენი “ბროშკებიც” ღარიბაშვილს და იმით იყიდეთ წამალი”– ლევან სუთიძე

26
ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
ამორალურობის მასშტაბი თუ გაინტერესებთ:
კობახიძის გუშინდელი განკარგულებით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით მთავრობა საპარტრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათას ლარს გამოყოფს.
იმ დღეს ბავშვებზე დასმული კითხვების პასუხად ამბობდა, ბიუჯეტი რაციონალურად უნდა იხარჯოსო.
იცოდით? მაინც რას ნიშნავს, სიბრძნე რომ გმართავს.
ეს არის რაციონალური ხარჯვა? განა ვინმეს ექნებოდა პრეტენზია მრგვალი თარიღები წესიერად აღგვენიშნა, ჯერ ბავშვები რომ ყოფილიყვნენ პრიორიტეტი?
გამოჭამეთ ხალხის ფული თქვენივე პროკურატურის აღიარებით. არ გამოჭამეთ?! ახლა ბავშვებზე უნდა ზოგოთ, თქვე დაბრეცილი მორალის ავაზაკებო? პარალელურად ვიღაც დებილ გრაფიკოსებს უნდა ვუხდიდეთ ფულს, ზარმაცი პოსტერების აწყობაში?! და თან ევროკავშირს უნდა ვცილდებოდეთ, სადაც ამის დაფინანსების მეტი რესურსი გვექნებოდა?!
თქვენი დებილი ადმინრესურსი, ტროლები, ბოტები, ავაზაკები, ნათესავები და ვინ მოსთვალოს, უნდა ძღებოდნენ ხალხის ფულით და ბავშვები ვერ იღებდნენ წამალს?!
ხოდა ადექით ახლა და როგორც მემატიანე იტყოდა:
მოჯ@ით ფული.
უპოვეთ დანარჩენი ბროშკებიც ღარიბაშვილს და იმით იყიდეთ წამალი.