არქივი29 მაისი, 2026, 01:06
ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს - „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

ლევან წულაძე, რეჟისორი: „ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს - „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია. ვისაც არ აქვს დღეს ფული, ის ყველა პატიოსანი ხალხია.
მე, როგორც დამოუკიდებელი თეატრის რეჟისორმა, ორმაგად კარგად ვიცი ეს პრობლემა. ამიტომ დაეხმარეთ კარგ ხალხს.
არ უნდა დაიხუროს ასეთი გაზეთი. თავისუფალი, კარგი ადამიანების საქმიანობა არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა“.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.