ლევან სუთიძე: კარგია წესებზე დაფუძნებული ალიანსი

“ტაბულა”-ს რედაქტორი ლევან სუთიძე:
იქიდან პროპაგანდასა და აქედან სახალხო მთქმელებს არ დაუკლიათ ძალისხმევა საზოგადოება ნიჰილიზმისა და სასოწარკვეთის ბურუსში გაეხვიათ.
ამის მიუხედავად, ოპოზიციურმა ალიანსმა შეკრიბა დიდი აქცია.
შეკრიბა ის თბილისში წონადი არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური მოთამაშის გარეშე და მათი აქტიური კონტრაგიტაციის პირობებში.
შეკრიბა ოფისების დარბევის, სადარბაზოებთან ჩასაფრებების, არასრულწლოვნების გინების, სასტიკი საპოლიციო ძალადობის, წამების, ათობით დრაკონული კანონის, დაჭერების, წვეთოვანზე შეერთებული მედიისა და ოპოზიციის ლიდერების ნაწილის ჯერაც ციხეში გამოკეტვის პირობებში (აუცილებლად გამომრჩებოდა რაღაც). უფულოდ.
კარგია წესებზე დაფუძნებული ალიანსი და იმიტომ – არავინ გრძნობს თავს განზე. არავის სიჯიგრესა და ურთიერთსიყვარულს არ ეფუძნება პარტიების თანამშრომლობა.
დასავლური ალიანსია და თუ შენარჩუნდება, ამ ნიჰილიზმსაც გაანგრევს (დღეს აქ უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა) და რეჟიმსაც შეცვლის.
გაითვალისწინეთ, რომ ამ რაციონალურ ოპტიმიზმს გამოთქვამს სრული დემენტორი.
საქართველოს გაუმარჯოს!

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო უწყება – საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს გულწრფელად ვულოცავთ – ჩვენ, ორივემ ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი, პარტნიორობისა და ერთიანობის სიძლიერე

თენგო თევზაძე – მინდა გკითხოთ – ემიგრანტების, პოლიტიკური ლიდერების: ნიკა მელიას, ელენეს, მიშას, ლევანის და სხვების გარეშე არჩევნები იქნება სამართლიანი?! მამუკა ხაზარაძის, გიორგი გახარიას გარეშე არჩევნები იქნება თავისუფალი?