„მონებო“ – ამ შეძახილებით ბათუმის მერიის შენობასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ

„მონებო“ – ამ შეძახილებით ბათუმის მერიის შენობასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ.
მათი განცხადებით, ბათუმის თვითმმართველობას რუსული ხელისუფლება მართავს და ქალაქის მერი გაყალბებული არჩევნების მონაწილეა.
ბათუმის მერიის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი და კიდევ ორი დეპუტატი შევიდა, ბათუმის მერიის შენობაში და საქართველოსა და ევროკავშირის დროშა გადმოფინეს.
„მოქალაქეებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ ქალაქის თვითმმართველობაში შესვლის შესაძლებლობა. აქ რუსულ მთავრობას მილიციელები გაუმაგრებია და თავს იცავს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიის შენობისკენ მიემართებიან, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)