არქივი30 ნოემბერი, 2024, 20:23
ბათუმში ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა - აქციის მონაწილეები ბათუმის მერიის შენობისკენ მიემართებიან

ბათუმში ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. აქციის მონაწილეები ბათუმის მერიის შენობისკენ პროტესტით მიემართებიან.
შეკრებილები აცხადებენ, რომ ბათუმის თვითმმართველობას “რუსული რეჟიმი“ მართავს.
აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთით აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეჩერდნენ.
მათი თქმით, ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო არალეგიტიმურია.
საკანონმდებლო ორგანოს წევრების მიმართ, ისმის შეძახილები “სირცხვილი”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.