მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს „ქვეყანაში არსებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები”.
„დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, შეხვედრა გავმართე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, ბატონ ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ ჟერონ კლიკთან და ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან, ბატონ ენდრიუ ჯუველთან.
განვიხილეთ ქვეყანაში არსებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები, ასევე საქართველოსა და IMF-ს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები”, – წერს ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს