ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ჟერონ კლიკს და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ენდრიუ ჯუელის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი როლი განიხილეს.
“მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმას, რომელიც IMF-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საუბარი შეეხო ქვეყნის პროგრესს ბაზრის დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო კავშირების გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებებით.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს IMF-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ფონდის პროგნოზებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგნოზებს შეესაბამება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლებიც საქართველოში IMF-ის „მეოთხე მუხლის კონსულტაციების” მისიის ფარგლებში იმყოფებიან, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია

ნიკა გვარამია – დღეს ორი უზუსტესი და უმწარესი დარტყმა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, მისთვის ყველაზე მტკივნეულ წერტილებში: ფული და რუსული კავშირები – მთავარია, ეს ყველაფერი ამავე ტემპით და ასეთივე სწორხაზოვნებით გაგრძელდეს