პრემიერ-მინისტრი ირაკლი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ჟერონ კლიკს და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ენდრიუ ჯუელის შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი როლი განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმას, რომელიც IMF-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საუბარი შეეხო ქვეყნის პროგრესს ბაზრის დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო კავშირების გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებებით.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს IMF-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ფონდის პროგნოზებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგნოზებს შეესაბამება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლებიც საქართველოში IMF-ის „მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ მისიის ფარგლებში იმყოფებიან, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება