ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რევაზ სოხაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

რევაზ სოხაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს ენდრიუ ჯუველის და ფონდის ეკონომისტებს შეხვდა – ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში, რომელმაც მუშაობა გასულ კვირას დაიწყო. მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საგზაო, მუნიციპალური, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე.
მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამინისტროში შემუშავებული გეგმების შესახებაც.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ბათუ გურჯიძე და მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.