მიხეილ სააკაშვილი – საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მურუსიძე, ეს გვარი გაგონილი არ მქონდა – თავი კოშმარულ სიზმარში მგონია

„ხშირად იძახიან: „მურუსიძეები და რაღაც სააკაშვილის დროსაც იყო“. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მაშინ მურუსიძე. ეს გვარი გაგონილი არ მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი პრეზიდენტობის დროს, „სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო, ქვეყანა ორიენტირებული იყო განვითარებასა და მომავალზე“.
„ხშირად იძახიან: „მურუსიძეები და რაღაც სააკაშვილის დროსაც იყო“. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მაშინ მურუსიძე. ეს გვარი გაგონილი არ მქონდა. სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო. სასამართლო იყო სადღაც, იქ. ცხოვრების ცენტრი სხვა რაღაცაზე იყო ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე. ამათ პოლიტიკა გადააქციეს დაჭერის, ცემის ქმედებებად“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილმა ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავი კოშმარულ სიზმარში გონია, ვინაიდან მის დროს ხელმოწერილი ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ „თავზე გადაგვახიეს“.
„თქვენ გგონიათ გამასამართლებთ და რაღაცას მომისჯით თქვენი ე.წ. სასამართლოთი და შემდეგ ამერიკასთან წყნარად დაალაგებთ ურთიერთობებს. გქონდეთ ამის იმედი… მე მგონია, რომ ჩვენი ხალხი სხვანაირად განკარგავს. ჩემ დროს ხელმოწერილი ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ თავზე გადაგვახიეს და გავიხედე და სომხეთმა მოაწერა ამ ხელშეკრულებას ხელი. თავი მგონია კოშმარულ სიზმარში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ხელისუფლება მხარს უჭერდა მეუფე შიოს, ეს ცხადზე ცხადია, ის ჩარეული იყო და არის – ეს დავინახეთ და მაქვს ეჭვი, დავინახავთ ისტორიული სინოდის დაწყებამდეც, სადაც უნდა გამოირჩიონ პატრიარქი

მეუფე სტეფანე – ანდრია მოციქული რუსეთის აგენტი იყო? შეიძლება რუსეთის პოზიცია რაღაცაში ჩვენსას დაემთხვეს, მაგრამ ფაქტი არ არსებობს, რომ რუსეთი შეიძლება რაღაცას გვაიძულებდეს – არცერთი მხრიდან არ ყოფილა ჩარევა