– მზია ამაღლობელის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, როგორც გამბედაობა პოლიტპატიმრების

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოლიდარობას უცხადებს გამოცემა „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა, მზია ამაღლობელის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი.
„მე მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს, განსაკუთრებულ ადამიანს. მზია ამაღლობელი ბოლოს დაიჭირა ასლან აბაშიძემ, ვინაიდან სიმართლის მატარებელი იყო ყოველთვის, საოცარი მედიები შექმნა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. მინდა გითხრათ, რომ ამ ქალბატონის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, ისევე, როგორც გამბედაობა პოლიტპატიმრების. მე მინდა, თუ ისინი მიყურებენ ვუთხრა, რომ აღფრთოვანებული ვარ მათი იდეურობით, მათი იდეალიზმით, პატრიოტიზმით, შეუპოვრობით, გამბედაობით და ოპტიმიზმით და იმის რწმენით, რომ ეს ყველანაირი კოშმარი ძალიან მალე ჩაბარდება წარსულს ისინი არიან ტყვეები, ისინი არიან, ისევე, როგორც მე, კრიმინალური სინდიკატის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება