ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი დათო ტურაშვილს: მე იცი რა მიკვირს დათო - საერთოდ რომ ვერ გრძნობ პასუხისმგებლობის ნატამალსაც კი ოლიგარქის მოყვანისთვის

მიხეილ სააკაშვილი დათო ტურაშვილს: მე იცი რა მიკვირს დათო - საერთოდ რომ ვერ გრძნობ პასუხისმგებლობის ნატამალსაც კი ოლიგარქის მოყვანისთვის
"დათო ტურაშვილი გამოჩნდა ტელეეკრანზე და შემდეგი "საკრალური" აზრი ჩამოაყალიბა: " მაშინ რა განსხვავებაა ამ და წინა მთავრობას შორის?"
ძვირფასო დათო მინდა ჩამოგიყალიბო რამდენიმე განსხვავება რომლებიც ალბათ არ გაგახსენდა ტელეგამონათების წინ.
🔘 ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო, ესენი ამ სახელმწიფოს ანგრევენ
🔘 ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია, ამათ ის არნახულ დონეზე აიყვანეს
🔘 ჩვენ გავაცანით საქართველო მთელს მსოფლიოს, რომელიც ხელზე გვატარებდა, ამათ ყველას გადაგვკიდეს.
🔘 ჩვენ შევაჩერეთ რუსეთი 2008-ში, - მე დავრჩი თბილისში და ჩავუდექი სათავეში წინააღმდეგობას, ესენი ბოლომდე დაუწვნენ დამპყრობელს
🔘 მე ჯერ გადავდექი 2007-ში და თავისუფალი არჩევნები ჩავატარე, ხოლო 2012 წელს მშვიდობიანად, ორგანიზებულად გადავეცი ხელისუფლება
(დანარჩენი ამ გვერდის მკითხველებმა გააგრძელეთ და გადააზიარეთ ეს პოსტი)
მე იცი რა მიკვირს დათო - საერთოდ რომ ვერ გრძნობ პასუხისმგებლობის ნატამალსაც კი ოლიგარქის მოყვანისთვის, საერთოდ მაკვირვებს ის ხალხი რომელიც თვლის რომ ყოველთვის მართალი იყო და მათთან ყველა ტყუოდა, მგონი ჩვენმა ხალხმა თქვენი ტყუილების კბილი უკვე გამოიცვალა," - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.