მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი – მათ, ვისაც გისოსებს უკან ჩემი ყოფნა უნდათ, არ ესმით, მე რომ თქვენ შორის ვყოფილიყავი, ყველაფერი მორჩენილი იქნებოდა მშვიდობიანად

ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი – მათ, ვისაც გისოსებს უკან ჩემი ყოფნა უნდათ, არ ესმით, მე რომ პატივი მქონოდა თქვენ შორის, ვყოფილიყავი თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისი ქუჩებში დაგეხმარებოდით ბევრად უფრო ადრე, ყველაფერი მორჩენილი იქნებოდა მშვიდობიანად იმიტომ, რომ მაქვს ამის გამოცდილება, ალბათ, ყველაზე მეტი გამოცდილება, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკიდან დისტანციური ჩართვით განაცხადა, როდესაც ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ძალიან ბევრს არ მოსწონს, როდესაც მიმართავს ხოლმე ხალხს.
„გამაოგნებელი იცით, რა არის? ის ხალხი, ვინც მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვინც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, ამართლებს ჩემს უსამართლო პატიმრობას, თავლებს ხუჭავს ამაზე და ან პირიქით, ამ პატიმრობის კიდევ უფრო დამძიმებას მოითხოვს და კატეგორიულ ალერგიას გამოხატავს იმაზე, რომ მე ჩემი სიტყვა ვთქვი. ეს არ არის გამაოგნებელი და პარადოქსული?!.
ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი, სხვადასხვა ცალკე აღებული პოლიტიკოსების. რა თქმა უნდა, ეს არის ერთობა ჩვენი ხალხის გარშემო. ამ ქმედებებში, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, პრაქტიკულად უკვე დაიბადა ახალი საქართველო და მათ, ვისაც გისოსებს უკან ჩემი ყოფნა უნდათ, არ ესმით, რომ მე რომ ვყოფილიყავი და მქონოდა პატივი, თქვენ შორის ვყოფილიყავი თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისი ქუჩებში დაგეხმარებოდით ბევრად უფრო ადრე და ყველაფერი მორჩენილი იქნებოდა მშვიდობიანად იმიტომ, რომ მაქვს ამის გამოცდილება, ალბათ, ყველაზე მეტი გამოცდილება. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის გამბედაობის წინაშე, მეც, ჩემი თავი გავწირე და გადავდე იმისთვის, რომ საქართველო დადგეს ფეხზე. მე ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებდი საქართველოს მომავალს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ხელისუფლება მხარს უჭერდა მეუფე შიოს, ეს ცხადზე ცხადია, ის ჩარეული იყო და არის – ეს დავინახეთ და მაქვს ეჭვი, დავინახავთ ისტორიული სინოდის დაწყებამდეც, სადაც უნდა გამოირჩიონ პატრიარქი

მეუფე სტეფანე – ანდრია მოციქული რუსეთის აგენტი იყო? შეიძლება რუსეთის პოზიცია რაღაცაში ჩვენსას დაემთხვეს, მაგრამ ფაქტი არ არსებობს, რომ რუსეთი შეიძლება რაღაცას გვაიძულებდეს – არცერთი მხრიდან არ ყოფილა ჩარევა