მიხაილ ფედოროვი – უახლოეს მომავალში კუნძული გახდება – რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება

უახლოეს მომავალში კუნძული გახდება, ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა YouTube არხ PRESSING-თან ინტერვიუში განაცხადა.

“დრონების მეშვეობით ყირიმის იზოლაცია ხდება. უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს, ყირიმი კუნძული გახდება და ამან შესაძლოა, ძალიან მოულოდნელი შედეგები მოიტანოს რუსებისთვის. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია”,-განაცხადა ფედოროვმა.

მან აღნიშნა, რომ 2026 წლის პირველ ოთხ თვეში უკრაინამ Middle Strike დრონები შეიძინა, რომლებითაც რეგულარულად ახორციელებს აზოვის რეგიონში დარტყმებს, 300%-ით მეტს, ვიდრე 2025 წლის განმავლობაში.

“იმას, რაც მაშინ გავაკეთეთ, ახლა მოაქვს შედეგები… ლოგისტიკური ლოკდაუნის შესახებ გამოვაცხადეთ. ეს დამატებითი პირდაპირი საშუალებებია ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც Middle Strike დრონებს იყენებენ. ჩვენ, როდესაც ასობით ათასი Middle Strike დრონის შესყიდვას ვახორციელებთ, პარალელურად საშუალებებს ვაძლევთ ქვედანაყოფებს, რომლებსაც შეუძლიათ მათი სწრაფად გამოყენება და შესყიდვა.

ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება, რომელთანაც გამკლავება ძალიან რთულია. და ჩვენ შესაძლებლობების ეს ფანჯარა გვაქვს. ლოგისტიკა იჭრება, ყირიმი იზოლირებული ხდება. და ეს აღმოსავლეთზე აისახება. პირდაპირი კორელაცია არსებობს იმას შორის, თუ რამდენად ძლიერ დარტყმებს ვახორციელებთ ლოგისტიკაზე, და იმას შორის, თუ რამდენი საშტურმო ქმედება ხორციელდება პირველ ხაზზე”, – განაცხადა ფედოროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას