“უახლოეს მომავალში ყირიმი კუნძული გახდება, ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

“ხდე­ბა დრო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ყი­რი­მის იზო­ლა­ცია. და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, რო­გორც ჩანს, ყი­რი­მი კუნ­ძუ­ლი გახ­დე­ბა. და ამან შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნოს რუ­სე­ბის­თვის. მეტი არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია,” – გა­ნა­ცხა­და ფე­დო­როვ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ 2026 წლის პირ­ველ ოთხ თვე­ში უკ­რა­ი­ნამ Middle Strike დრო­ნე­ბი შე­ი­ძი­ნა, რომ­ლე­ბი­თაც რე­გუ­ლა­რუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს აზო­ვის რე­გი­ონ­ში დარ­ტყმებს, 300%-ით მეტს, ვიდ­რე 2025 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

“იმას, რაც მა­შინ გა­ვა­კე­თეთ, ახლა მო­აქვს შე­დე­გე­ბი… ლო­გის­ტი­კუ­რი ლოკ­და­უ­ნის შე­სა­ხებ გა­მო­ვა­ცხა­დეთ. ეს და­მა­ტე­ბი­თი პირ­და­პი­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც Middle Strike დრო­ნებს იყე­ნე­ბენ. ჩვენ, რო­დე­საც ასო­ბით ათა­სი Middle Strike დრო­ნის შეს­ყიდ­ვას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, პა­რა­ლე­ლუ­რად სა­შუ­ა­ლე­ბებს ვაძ­ლევთ ქვე­და­ნა­ყო­ფებს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მათი სწრა­ფად გა­მო­ყე­ნე­ბა და შეს­ყიდ­ვა.

ანუ რუ­სე­ბის­თვის ჯო­ჯო­ხე­თი იწყე­ბა, რო­მელ­თა­ნაც გამ­კლა­ვე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. და ჩვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ეს ფან­ჯა­რა გვაქვს. ლო­გის­ტი­კა იჭ­რე­ბა, ყი­რი­მი იზო­ლი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა. და ეს აღ­მო­სავ­ლეთ­ზე აი­სა­ხე­ბა. პირ­და­პი­რი კო­რე­ლა­ცია არ­სე­ბობს იმას შო­რის, თუ რამ­დე­ნად ძლი­ერ დარ­ტყმებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ლო­გის­ტი­კა­ზე, და იმას შო­რის, თუ რამ­დე­ნი საშ­ტურ­მო ქმე­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა პირ­ველ ხაზ­ზე,” – გა­ნა­ცხა­და ფე­დო­როვ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ