მიხაილ შვიდკოი: რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლის, “ვეფხისტყაოსნის”, ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ჩემი მოგზაურობა სწორედ ამ ღონისძიებას დავამთხვიე

ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში, მიხაილ შვიდკოი რუსულ მედიაში ავრცელებს საკუთარ წერილს, რომელშიც რეჟისორი რობერტ სტურუას მიერ დადგმულ “ვეფხისტყაოსანზე” საუბრობს. შვიდკოის თქმით, ის თბილისში სპექტაკლის ბოლო ჩვენების სანახავად ჩამოვიდა.
“რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლის, “ვეფხისტყაოსნის”, ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ჩემი მოგზაურობა სწორედ ამ ღონისძიებას დავამთხვიე. ამ ახალი დადგმით საქართველოს ეროვნული თეატრი თავის 178-ე სეზონს ასრულებდა. ბედმა გამიღიმა, რომ ამ ხნის მესამედის განმავლობაში მისი მადლიერი მაყურებელი ვყოფილიყავი.” – ამბობს პუტინის წარმომადგენელი.
შვიდკოის თქმით, სტურუას დადგმაში არ არის ორიგინალი ტექსტისადმი “მონური ერთგულება”, თუმცა სპექტაკლი “პოემის დიდ ჰუმანისტურ არსს სრულად გადმოსცემს”.
“”ვეფხისტყაოსანი” საქართველოსთვის უბრალოდ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაწერილი პოემა არ არის. ეს ეროვნული მსოფლმხედველობის საფუძველთა საფუძველია, რომელიც ყოველი ქართველის ცხოვრებას დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე გასდევს.
სწორედ ამიტომ რობერტ სტურუას დადგმამ მწვავე დისკუსიები გამოიწვია როგორც თეატრალურ კრიტიკოსებს შორის, ისე ქართულ საზოგადოებაში. სად გადის რეჟისორის თავისუფლების საზღვრები, როდესაც ის პოემის ტექსტს, რომლის სრულად წაკითხვას ათ საათზე მეტი სჭირდება, მეტაფორული სახეებით გაჯერებულ, ოთხმოცდაათ წუთზე ნაკლებხნიან სპექტაკლად აქცევს?
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ახალ ნამუშევარში არ არის ორიგინალის ტექსტისადმი მონური ერთგულება, თუმცა იგი პოემის დიდ ჰუმანისტურ არსს სრულად გადმოსცემს. სპექტაკლი იმ მაყურებელზეა გათვლილი, რომელმაც უკვე იცის სამი რაინდის ხეტიალისა და გმირობის ბედნიერი დასასრული – რომ ისინი საბოლოოდ თავიანთი საყვარელი დედოფლებისა და ასულების მკლავებში ჰპოვებენ ნანატრ თავშესაფარს.” – წერს შვიდკოი.
“და ნუ დავიჩივლებთ იმაზე, რომ რაღაც ბოლომდე არ არის ნათქვამი. გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილი-ს სტრიქონები: “მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!”” – ამბობს წერილის ბოლოს პუტინის წარმომადგენელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია