ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მე-12 კლასელი მოსწავლე 5 000 ლარით დააჯარიმეს

მე-12 კლასელი მოსწავლე 5 000 ლარით დააჯარიმეს

17 წლის არასრულწლოვანი გზის გადაკეტვის საბაბით 5 000 ლარით დააჯარიმეს.
ინფორმაციას მისი დედა, ნატალი ჯღამაძე ავრცელებს.
„ვისაც მცირედი მოლოდინი მაინც გქონდათ, რომ 17 წლის და მეთორმეტე კლასელს ჯარიმას არ გამოუწერდნენ, მინდა ეს იმედები გაგიცრუოთ. დღეს ჩავიბარე მისი 5 000-ლარიანი ჯარიმა“, — აცხადებს ნატალი ჯღამაძე.
მანამდე ნატალიმ თქვა, რომ თვითონ უკვე მეორედ დააჯარიმეს, მათ შორის 3 მარტს, დედების დღეს, გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. ასევე, დედის ნომერზე იკითხეს მისი შვილი, შემდეგ კი ტელეფონი გაუთიშეს. ცოტა ხანში, ჯღამაძის თქმით, არასრულწლოვანი შვილის დაჯარიმების ქვითარი ჩაბარდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად, სხვა რეპრესიულ მეთოდებთან ერთად, აქტიურად იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს — გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელებისა და ჯარიმების რაოდენობა და აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საბაბით 5 000-ლარიან ჯარიმებს უწერენ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.