ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“შსს-ს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო” – დეკანოიძე 500 ლარით დააჯარიმეს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ოლიგარქის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ის 500 ლარით დააჯარიმა:
„შსს-ს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შსს-ს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.