არქივი13 მარტი, 2025, 13:06
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა 5 000 ლარით დააჯარიმეს

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა, ნარგიზ დავითაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც ნეტგაზეთს ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ განუცხადა, ნარგიზ დავითაძეს 8 მარტს გზის გადაკეტვის გამო აჯარიმებენ.
მისი თქმით, ნარგიზ დავითაძეს, გუშინ 12 მარტს, დაურეკეს და უთხრეს, რომ დაჯარიმებულია, თუმცა ჯერ სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარებიათ.
სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე პროევროპულ აქციებზე დაკავებულთაგან ერთ-ერთია. მას ბრალი ედება ხოლო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში და 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.