არქივი11 მარტი, 2025, 14:41
აქციის 18 მონაწილე, რომლებიც ზებრაზე მოძრაობდნენ, 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს

ოლიგარქის სასამართლომ აქციის 18 მონაწილე, რომლებიც ზებრაზე მოძრაობდნენ, 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ მიიღო. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზებრაზე ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა.
კიდევ 7 პირის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ, 12 მარტს გამოაცხადებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.