ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - უკრაინულ თვითმფრინავს, რომლის მახლობლადაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, საბრძოლო მასალა გადაჰქონდა

მედია - უკრაინულ თვითმფრინავს, რომლის მახლობლადაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, საბრძოლო მასალა გადაჰქონდა

უკრაინულ თვითმფრინავს, რომლის მახლობლადაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინული „ანტონოვის“ სატვირთო თვითმფრინავი ლაიფციგში საფრანგეთიდან ჩაფრინდა და მის ბორტზე დატვირთული საბრძოლო მასალა შემდგომი გადაზიდვისთვის მზადდებოდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ლაიფციგის აეროპორტს სამხედრო მასალების გადაზიდვისთვის იყენებს.

ასევე, ლაიფციგის აეროპორტს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო თვითმფრინავებიც იყენებენ.

შეგახსენებთ, ლაიფციგის აეროპორტში გუშინ უკრაინული „ანტონოვის“ სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. დრონის აღმოჩენამ განგაში გამოიწვია და რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო. გერმანიის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობის გასანეიტრალებლად სპეციალური რობოტი განათავსა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები აწარმოებენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.