მედია – ისრაელის ომის კაბინეტი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების განსახილველად შეიკრიბება

ს ომის კაბინეტი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების განსახილველად შეიკრიბება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, შეთანხმების განსახილველად ისრაელის ომის კაბინეტის სხდომის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც ომის კაბინეტზე დიდია. ამის შემდეგ კი ისრაელის სრული კაბინეტის შეხვედრა იგეგმება, რომელიც ყველა სამთავრობო მინისტრს მოიცავს.
პოტენციალურ შეთანხმებას ისრაელის 120-წევრიანი პარლამენტის (ქნესეტის) თანხმობა არ სჭირდება.
ცნობისთვის, ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციაში შემავალი ორი ულტრამემარჯვენე პარტია – რელიგიური სიონისტური პარტია და ებრაული ძალა – ეწინააღმდეგებიან მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე პოტენციალურ შეთანხმებას. ებრაული ძალის ლიდერია ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი, ხოლო რელიგიური სიონისტური პარტიის – ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი.
ისრაელის ომის კაბინეტი ხუთი წევრისგან შედგება: პრემიერ-მინისტრი , თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, სტრატეგიული საქმეების მინისტრი რონ დერმერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი და ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გდი აიზენკოტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც