ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ებრაჰიმ რაისი - ირანის წინააღმდეგ უმცირეს ქმედებასაც კი მკაცრი, ფართო და მტკივნეული პასუხი მოჰყვება

ირანი უპასუხებს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა.
„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ირანის ინტერესების წინააღმდეგ უმცირეს ქმედებასაც კი, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი, ფართო და მტკივნეული პასუხი ნებისმიერი დამნაშავის წინააღმდეგ”, - განაცხადა რაისმა.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაგერი კანიმ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თეირანის კონტრშეტევა ისრაელის ნებისმიერი ქმედების შემდეგ "წამების საკითხი იქნება და ირანი პასუხისთვის კიდევ 12 დღეს არ დაელოდება“.
შეგახსენებთ, გუშინ, ისრაელის ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ საპასუხო იერიშის ვარიანტები განიხილა. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ირანის სარაკეტო და უპილოტო შეტევას უპასუხებს.
შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.