ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ საპასუხო იერიშის ვარიანტები განიხილა

ისრაელის ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ საპასუხო იერიშის ვარიანტები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს.
ისრაელის Channel 12-ის ცნობით, ომის კაბინეტმა სხდომა დაასრულა, რომელზეც ირანის წინააღმდეგ „მტკივნეული“ საპასუხო დარტყმის ვარიანტები განიხილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ომის კაბინეტი ისეთ ვარიანტებს განიხილავს, რომლებიც რეგიონულ ომს არ გამოიწვევს და ასევე, მათ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაბლოკავს.
შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.