ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - აშშ ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას პროგნოზირებს, მაგრამ ვაშინგტონის ომში ჩართვას არ ელის

შეერთებული შტატები ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას ელის, მაგრამ ეს თავდასხმა ისეთი დიდი არ იქნება, რომ ვაშინგტონი ომში ჩაერთოს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა.
მანამდე, თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა ირანი გააფრთხილა, დამასკოში, საკონსულოს შენობაზე თავდასხმა რეგიონში ესკალაციის საბაბად არ გამოიყენოს.
Reuters-ს ირანის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ თეირანი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ უპასუხებს ისრაელის თავდასხმას საკონსულოს შენობაზე ისე, რომ თავიდან აიცილოს სერიოზული ესკალაცია და ნაჩქარევად არ იმოქმედებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.