ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ბათუმში 17 ათასამდე აბონენტს წყლის მიწოდებაც შეუწყდა

მედია: ბათუმში 17 ათასამდე აბონენტს წყლის მიწოდებაც შეუწყდა

დღეს, 22 თებერვალს, ბათუმში წყლის მიწოდება 16 924 აბონენტს შეუწყდა. „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ წყალმომარაგება საღამოს 6 საათიდან აღდგება.

„ბათუმის წყლის“ პრესცენტრის ინფორმაციით, ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩა #35-ში წყალმომარაგების ავარიულად დაზიანებული მაგისტრალური 1000 მმ-იანი მილის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე წყალმომარაგება შეეზღუდათ ბენზეში, ფრიდონ ხალვაშზე, ორთაბათუმში, ჩაისუბანში, გოროდოკში, წინსვლაში, გოდერძი ჩოხელზე, თოდოგაურში, ადლიაში, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ზღვისპირის ქუჩებსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს. აღდგენითი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება და წყალმომარაგება 18:00 საათისთვის აღდგება,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“.

„მიწისქვეშა დაზიანებაა და არ უკავშირდება თოვლს,“ – აღნიშნეს „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში.

თოვის დროს ბათუმში გაზის მიწოდება გუშინ, 21 თებერვალს შეწყდა. წუხელ მთელი ღამე ქალაქის დიდი ნაწილი გაზის გარეშე იყო დარჩენილი. თოვის დროს ქალაქის რამდენიმე დასახლებაში გაითიშა შუქიც.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.