ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ირაკლი დგებუაძის მეგობარი ბათუმში ცათამბჯენს აშენებს

მედია: ირაკლი დგებუაძის მეგობარი ბათუმში ცათამბჯენს აშენებს

შპს „ალპეკა ბათუმი“ თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ეს იქნება ყველაზე მაღალსართულიანი შენობა ბათუმში.

კომპანიის მფლობელი ბექა ხოფერიაა, „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას შვილი. პროექტის უკვე გამოქვეყნებული რენდერებისა და დასახელებული პარამეტრების მიხედვით, შენობა მასშტაბური იქნება.

ბიზნესმენის დედამ, ხათუნა ხოფერიამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მხარს უჭერს ირაკლი დგებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელსაც „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

გინება, ცემა, ფურთხება, უარი წყლის მიწოდებასა და საპირფარეშოთი სარგებლობაზე ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების ჩამონათვალშია, თუმცა გამოძიება მის წინააღმდეგ არა არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, არამედ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.

ხათუნა ხოფერია ასევე წერს, რომ ირაკლი დგებუაძე მისი შვილის, ბექა ხოფერიას მეგობარია. საინტერესოა ისიც, რომ შპს „ალპეკა ბათუმის“ ადმინისტრაციული დირექტორია თათა დგებუაძე, ირაკლი დგებუაძის ბიძაშვილი. თათა დგებუაძის ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძეს და ბექა ხოფერიას საქმიანი გადაკვეთა არ აქვთ.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.